ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები ისევ დაწესდეს.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა შეძლებს პანდემიის მესამე ტალღა ბიზნესის მინიმალური შეზღუდვით დაძლიოს.
„არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები არის ეფექტური გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო ბიზნესს ბიზნესპასუხისმგებლობა და დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც შრომის ინსპექცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ და ბიზნესის მინიმალური შეზღუდვით შევძლებთ, დავძლიოთ მესამე ტალღა“,- განაცხადა ტიკარაძემ.