გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 97436 მოქალაქეს სურს.
როგორც სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან იუწყებიან, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს.
გერმანული მხარისგან ამ ეტაპზე 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. აპრილის დასაწყისში კი, შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რიცხვი ცნობილი გახდება.
ცნობისთვის, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.