საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
„პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც "ფაიზერით" პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.