შვეიცარულმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-მ ანტისხეულებისგან სპეციალიზირებული კოქტეილის კლინიკური ცდების მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კოქტეილმა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში დაავადების მიმდინარეობის რისკები მნიშვნელოვნად შეამცირა.
„მესამე ფაზამ გვიჩვენა, რომ casirivimab და imdevimab ანტისეულებისგან გაკეთებულმა კოქტეილმა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შედეგის რისკი 70%-ით შეამცირა,“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვლევები COVID-19-ით ინფიცირებულ იმ პაციენტებზე ჩატარდა, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც არ მომხდარა.
შვეიცარული კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალიზირებული კოქტეილი წარმოადგენს casirivimab და imdevimab ანტისხეულების კომბინაციას.
2020 წლის ნოემბერში აშშ-ს მარეგულირებელი სამსახური COVID-19-ით ინფიცირებული უფროსი თაობისა და 12-წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში კოქტეილის გამოყენებას დაეთანხმა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ