როდის გახსნება „ასპრია ფიტნესის“ ყველა ფილიალი

თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ფინტეს კლუბები 15 მარტიდან გაიხსნა.

თუმცა, მათმა ნაწილმა ფუნქციონირება დროულად ვერ განაახლა. ისინი კი, ვინც გახსნა შეძლო, მომხმარებლის შემცირებულ რაოდენობაზე საუბობს.

,,ასპრია ფიტნესში“ ამბობენ, რომ შემცირებულია მომხმარებელი, რისი ძირითადი მიზეზიც ე.წ. კომენტანტის საათია.

,,საკმაოდ რთულია რეგულაციების ფონზე მუშაობა. მით უფრო პირბადით ვარჯიშების ნაწილის შესრულება. ცხადია, ყველა იცავს რეგულაციებს, თუმცა არ არის მარტივი ასე მუშაობა. იმ რიცხვებს რომ შევადაროთ, რაც პანდემიამდე იყო, მკვეთრადაა შემცირებული მომხმარებლის ოდენობაც. მიუხედავად ყველა ფაქტორისა, ფასები არ დაგვიკორექტირებია.

სულ 5 ფილიალი გვაქვს საიდანაც 3 გახსნილია, ხოლო ორი - საბურთალოს და გლდანის დარბაზები - სარემონტო სამუშაოების გამო ჯერ კიდევ დახურულია. იმედი გვაქვს, რომ საბურთალოს ფილიალის რემონტი აპრილამდე დასრულდება და ისიც გაიხსნება. ახლა მთავარი პრობლემა კომენდანტის საათია, რომლის გამოც მომხმარებლის ნაწილი უბრალოდ ვეღარ მოდის ჩვენამდე. პანდემიამდე ჩვენი ფილიალები 24 საათი მუშაობდა ახლა კი დილის 7 საათიდან 20:30 საათამდე ვმუშაობთ და ამიტომ, ადამიანები რომლების სამსახურიდან მოდიოდნენ, ვეღარ გვსტრუმრობენ“-განაცხადა „ასპრია ფიტნესის“ წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

„ასპრია ფიტნესს“ 5 ფილიალი აქვს, აქედან 4 თბილისშია (გლდანი, საბურთალო, ვაკე, დიდუბე) და მე-5 ბათუმში.

ცნობისთვის, ფიტნეს კლუბებს მუშაობის განახლების უფლება 15 მარტიდან მიეცათ. რეგულაციებს შორისაა, პირბადის გამოყენება რიგი არაინტენსიური ვარჯიშების დროსაც.

თამარ მუკბანიანი