შერეული საქონლის სუპერმარკეტების ქსელი Carrefour თავის მოწინავე პოზიციებს ბრაზილიაშიც აძლიერებს. Bloomberg-ის ცნობით, ფრანგულმა კომპანიამ გადაწყვიტა, 1,1 მლრდ ევროდ ($1,3 მლრდ) ერთ-ერთი წამყვანი ბრაზილიური სუპერმარკეტების ქსელი Grupo BIG Brasil შეიძინოს. Carrefour ამ ქსელს Advent International-ისგან და Walmart-ისგან ყიდულობს.
Grupo BIG Brasil ბრაზილიაში სუპერმარკეტების ქსელის სიდიდით მესამე კომპანიაა. Carrefour-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების დახურვიდან სამი წლის განმავლობაში კომპანიის წლიურ მოგებას 260 მლნ ევრო დაემატება.
Carrefour ბრაზილიური სუპერმარკეტების ქსელის შეძენას 2022 წლისთვის დაასრულებს. შეძენა 70%-იანი ნაღდი ანგარიშსწორებითა და 30%-იანი Carrefour Brazil-ის ახალი აქციების ხარჯზე განხორციელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ