Tesla-ს ყიდვა ბიტკოინებითაც არის შესაძლებელი

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის თქმით, კომპანიის ავტომობილების შეძენა უკვე ბიტკოინითაც არის შესაძლებელი.

„ახლა თქვენ შეგიძლიათ Tesla-ს შეძენა ბიტკოინებითაც. ბიტკოინები, რომელსაც თქვენ გადაუხდით Tesla-ს, შეინახება როგორც ბიტკოინები და არ მოხდება მათი კონვერტაცია“, - დაწერა მასკმა Twitter-ის საკუთარ გევრდზე.

ბიტკოინებით ამ ელექტრომობილის შეძენა აშშ-ის ფარგლებს გარეთ შესაძლებელი იქნება 2021 წლიდან - დასძინა მან.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს, კომპანიამ Tesla განაცხადა, რომ 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო კრიპტოვალუტა ბიტკოინში. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ უახლოესი მომავლიდან მიიღებს ბიტკოინს, როგორც მისი პროდუქციის შესაძენ საშუალებას.

კოკა კვირკველია