პროკრედიტ ბანკმა ციფრული ბანკინგის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

პროკრედიტ ბანკი ციფრული ბანკინგის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

მაქსიმალური კომფორტისა და დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულად დისტანციურ სერვისებს სთავაზობს. ანგარიშის გახსნა და სასურველი მომსახურების მიღება ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის სერვისით სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. მარტივი პროცედურის გავლა ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი, ლოდინისა და რიგების გარეშე. გარდა სერვისის უნიკალურობისა, მნიშვნელოვანია საბანკო მომსახურების პირობები, რომლითაც პროკრედიტ ბანკის კლიენტი ფიზიკური და იურიდიული პირები სარგებლობენ. ერთიანი მარტივი ტარიფი და მასში გაერთიანებული სრული საბანკო მომსახურება, ბანკის მომსახურების ძირითად პრინციპს წარმოადგენს. მომხმარებელი იხდის ყოველთვიურ ერთიან ტარიფს სრულ სერვისში და არ უწევს დამატებითი საკომისიოები ცალკეულ პროდუქტებში.

მნიშვნელოვანია, რომ პროკრედიტ ბანკმა სრული გადისტანციურების პროცესში ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის მეთოდი დაახლოებით 2 წლის წინ დანერგა და ეტაპობრივად განავითარა. პირველი ეტაპი ფიზიკური პირებისთვის ანგარიშის ონლაინ გახსნასა და სასურველი სერვისების რეგისტრაციას მოიცავდა. 2021 წლიდან კი სრულყოფილი ანგარიშის სარგებლობა უკვე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ, რაც მათ დამატებით კომფორტსა და დროის ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

პროკრედიტ ბანკი ღია და გამჭვირვალე საბანკო საქმიანობის ფარგლებში მომავალშიც არაერთი ინოვაციური სიახლის შეთავაზებას გეგმავს მომხმარებლებისთვის, რაც უსაფრთხო და მრავალფეროვანი ციფრული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს.

(R)