10,48 პუნქტით გაზრდის შემდეგ 1 წლამდე იპოთეკური სესხები ისევ გაიაფდა

2021 წლის იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ 1 წლამდე იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისევ შემცირდა.

სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 1-წლამდე სესხების საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 22,96%-ს, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი ის 11,06%-მდე შემცირდა. უფრო ადრე კი, დეკემბერში აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე განაკვეთი 12,48%-ის ფარგლებში იყო. აღსანიშნავია ის, რომ ერთწლიანი ვადით გაცემულ სესხებში იპოთეკური კრედიტის წილი მცირეა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს ვადიანობის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • 1-წლამდე: იანვარი - 22,96%, თებერვალი - 11,06%
  • 1-დან 2 წლის ჩათვლით: იანვარი - 11, 37%, თებერვალი - 11,26%;
  • 2-დან 5 წლის ჩათვლით: იანვარი 11,23%, თებერვალი - 11,03%;
  • 5-დან 10 წლის ჩათვლით: - იანვარი - 11,02%, თებერვალი - 10,90%;
  • 10 წელზე მეტი ვადით: იანვარი - 10,85%, თებერვალი - 10,62%.