სენაკში დღეს "ტექნო ბუმის" ცენტრი გაიხსნება

სენაკში, დღეს "ტექნო ბუმის" ცენტრი გაიხსნება.

"საახალწლო ბუმით და სენსაციური აქციებით 5 დეკემბერს "ტექნო ბუმის" ცენტრი სენაკში იხსნება. როგორც იცით, ტრადიციულად საზოგადოება ახალ წელს ახალი ტექნიკით ხვდება, რადგან ახალი ტექნიკა ახალ წარმატებასთან და პროგრესთან ასოცირდება. ამ ტრადიციით წარმატების და პროგრესის დაბედებას "ტექნო ბუმი" მომხმარებელს უკვე სენაკშიც წინასაახალწლოდ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე გთავაზობთ", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, მომხმარებლებს შეუძლიათ ტექნიკა ისე შეიძინონ, რომ თანხის გადახდა 4 თვის შემდეგ დაიწყონ. "თქვენ შეგეძლებათ უფასოდ წაიღოთ ყველა ბრენდის ნებისმიერი დასახელების ტექნიკა, გადახდას კი მხოლოდ ოთხ თვეში იწყებთ და რაც მთავარია, შეძლებთ, ჩაერთოთ "ტექნო ბუმის" გახმაურებულ გრანდიოზულ გათამაშებაში. როგორც იცით, საახალწლო ფინალურ ეტაპში თამაშდება ყველაზე მეტი ტექნიკა, ავტომობილი Mercedes Benz-ი, ოროთახიანი ბინა თბილისში და - სუპერ პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი. ასევე, სენაკში მცხოვრები ბავშვებისათვის განკუთვნილი საახალწლო საჩუქარი პლანშეტური კომპიუტერი თოვლის ბაბუამ "ტექნო ბუმში" დატოვა, ამიტომ ოჯახის წევრებმა უნდა იჩქაროთ, რომ თქვენი ბავშვებისთვისაც შეგხვდეთ პლანშეტური კომპიუტერი და გაიტანოთ "ტექნო ბუმის" ახალი მაღაზიიდან უფასოდ 0% -იანი 24 თვემდე განვადებით, მისი ღირებულების გადახდა კი მხოლოდ ოთხ თვეში დაიწყოთ",- აღნიშნავენ "ტექნო ბუმში".

"ტექნო ბუმის" აქციები და საახალწლო გათამაშება სენაკის გარდა "ტექნო ბუმის" ყველა მაღაზიაში მიმდინარეობს. ამიტომ გადატვირთული რიგების გამო, მაღაზიები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. თბილისში მაღაზიები 23:00 საათამდე, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავსა და ლანჩხუთში კი 21:00 საათამდე მუშაობს.