SS.ge კვლავ განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას და მომდევნო სიახლე, რომელსაც გვთავაზობს, საიტზე ინტერგირებული ჩათია.
სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება SS.ge-ს მთავარ პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლისთვის კოვიდ ვითარების შესამსუბუქებლად SS.ge-მ ცოტა ხნის წინ დანერგა უძრავი ქონების ვიდეო ზარით დათვალიერების შესაძლებლობა. სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე, SS.ge-ის ყოველი ახალი გაუმჯობესება მორგებულია, როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის პროცესზე და ორივე სახის მომხმარებელს მოიცავს.
რას უზრუნველყოფს SS.ge ჩათი?
SS.ge ჩათი არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მყიდველისა და გამყიდველის ერთმანეთთან დაკავშირებას ონლაინ რეჟიმში, გამარტივებული ფორმით. ნივთის არჩევისას, ხშირად ჩნდება ზედაპირული კითხვები, ამიტომ, უფრო კომფორტულია მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებობდეს ისეთი სახის კომუნიკაცია, რომელიც არ საჭიროებს ხანგრძლივ სატელოფონო საუბარს.
განსხვავებით სხვა ჩათებისაგან, SS.ge ჩათის გამოყენებით შესაძლებელია:
· მარტივად მიიღო/გაგზავნო დამატებითი ფოტოები და საჭირო საბუთები;
· მარტივად გააზიარო ნივთთან დაკავშირებული ბმულები;
· ნებისმიერ დროს გადახედო სასაუბრო ისტორიას;
· შეინარჩუნო კომუნიკაცია საჭირო მომენტამდე;
· ესაუბრო რამდენიმე ნივთის მესაკუთრეს ერთდროულად და მიღებული პასუხების შესაბამისად გაანალიზო, თუ რომელი ნივთი არის შენთვის საუკეთესო.
რაში გვეხმარება SS.ge ჩათი?
„გამომდინარე იქედან, რომ SS.ge ძირითადად გამოიყენება არასპონტანური შესყიდვებისთვის, მომხმარებელი ყიდვამდე, წინასწარ აგროვებს ინფორმაციას, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია ნივთის შერჩევის დროს. ჩათის გამოყენებით, მას საშუალება ექნება დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოს კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და დააჩქარებს შესყიდვის პროცესს“ - აღნიშნავს SS.ge-ს გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ ჯაფარიძე.
ჩათში ურთიერთობა გამორიცხავს დამატებით ისეთი ნივთების საჭიროებას, როგორიცაა კალამი და ფურცელი. არ გვაქვს იმის რისკი, რომ რამე დაგვავიწყდეს ან ჩანიშნული ფურცელი სადმე დაგვეკარგოს. ჩათში, მიმოწერის ისტორია ინახება ორი თვის განმავლობაში, რომელსაც შეგვიძლია მივუბრუნდეთ ნებისმიერ დროს. გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი კვლევები, რომელთა შედეგების მიხედვით ტელეფონზე ხანგრძლივ საუბარს, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები გაურბიან. შესყიდვის პროცესში კი, ინფორმაციის მისაღებად ან მის გადასამოწმებლად, შესაძლოა რამდენიმე ზარის განხორციელება გახდეს საჭირო. ჩათში კომუნიკაცია, უფრო კონსტრუქციულს ხდის მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობას, რაც თავის მხრივ ამარტივებს ყიდვა-გაყიდვის პროცესს, მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და ენერგიას.