Microsoft-ი თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას და ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმის დანერგვას იწყებს

ამერიკული Microsoft Corp, რომელმაც უკვე წელიწადზე მეტია მასთან დასაქმებული პერსონალი კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა, თანამშრომლების ოფისში დაბრუნებისთვის ემზადება.

Microsoft-ის რედმონდში მდებარე სათავო ოფისი და მიმდებარე კამპუსები 29 მარტიდან მუშაობის ჰიბრიდულ სისტემას დანერგავენ, რა დროსაც თანამშრომლების ნაწილი ოფისიდან დაიწყებს მუშაობას, ნაწილი კი სახლიდან.

ამასთან, Microsoft არ გეგმავს ოფისებში სრულად დააბრუნოს თანამშრომლები, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. როგორც კი პანდემია ჩაივლის და ის სერიოზული საფრთხე არ იქნება, კომპანია ფიქრობს, რომ თანამშრომლების გარკვეული ნაწილს ოფისიდან მუშაობის სურვილი მაინც არ ექნებათ და ისინი ნაწილობრივ დისტანციურზე დარჩებიან. არადა, მანამდე კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ისინი სამომავლოდ ნებას მისცემდნენ თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში რეგულარულად ემუშავათ სახლიდან, თუ ამის უფლება უშუალო ხელმძღვანელი გასცემდა.

Microsof-ი იყო ერთ-ერთი პირველი მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელმაც თანამშრომლები კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებისთანავე დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა.

კოკა კვირკველია