Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3400 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3393 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 24 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3413 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9508 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.