ბანკების ნაწილი დოლარს უკვე 2 ლარად ყიდის

კომერციული ბანკების ნაწილი ერთ აშშ დოლარს უკვე 2 ლარად ყიდის.

დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. მაგალითად, "საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.01 ლარია, ყიდვის – 1.93. "თიბისი ბანკში" კი – 1 დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 1.92 ლარს შეადგენს. ანალოგიური კურსი აქვს ბანკ "რესპუბლიკასაც", სადაც 1 დოლარი 2.0 ლარად იყიდება, ყიდვის კურსი კი 1,92 ლარია. რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს" – 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,91 ლარი.

კომერციული ბანკების მსგავსად, სავალუტო ჯიხურებში ლართან მიმართებაში ერთი აშშ დოლარის გაყიდვის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა. სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში ერთი აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 2.01 ლარს შეადგენს, 1.91-დან 1.95 ლარამდე მერყეობს 1 დოლარის ყიდვის ფასი. როგორც ვალუტის გადამყიდველები ცხადებენ, კურსი "თითქმის ყოველწუთიერად" იზრდება. მათივე ინფორმაციით, დოლარზე მოთხოვნა შემცირდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 1,89 ლარს შეადგენს.