თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზების სწრაფად მიღებას არ ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ინექციიდან განმეორებით ინექციამდე ინტერვალი 21 დღე უნდა იყოს.

როგორც გაბუნიამ განმარტა, „ფაიზერის“ ვაქცინით 14 500 ადამიანი აიცრება და მათთვის შემდეგი ინექციის დოზებს შეინახავენ.

„ფაიზერის“ შემთხვევაში 21 დღე არის ის ინტერვალი, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ ინექციიდან ინექციამდე, ამ შემთხვევაში 3 კვირა გამოდის, მაშინ როცა, „ასტრაზენეკას“ დროს, 8-დან 12 კვირამდეა ინტერვალი. ამიტომ, ფაიზერის ის დოზები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გაიყოფა ორ ნაწილად, 14 500 ადამიანი აიცრება პირველი დოზით, დოზებს შევინახავთ, რათა ეს ადამიანები 3 კვირაში განმეორებითი დოზით აიცრან. ასე სწრაფად ჩვენ დამატებით, „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებას არ ველოდებით, ამდენად, დოზები გაიყოფა“, - განაცხადა გაბუნიამ.