კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 904.05 მლნ ლარით გაიზარდა

2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 904.05 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.68 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი მარტისთვის 57.31 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.64 პროცენტია.

2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

თაია არდოტელი