საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.64%-ია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 904.05 მლნ ლარით, ანუ 1.6%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.68%-ით გაიზარდა) და 2021 წლის 1-ელი მარტისათვის 57.31 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.