მარტის თვე, რომელი საქართველოს ეროვნული ლატარიის საიუბილეო თვეა, განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა ჩვენი მოთამაშეებისთვის, მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში 2 ჯეკპოტი და ერთი მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, რომელთა საერთო მოგება 1 297 034 ლარია!
ლატარიაში უპრეცედენტოდ ხშირი და დიდი მოგებების ქრონოლოგია კი ასე გამოიყურება:
როგორც საქართველოს ეროვნულ ლატარიაში’’ ამბობენ ,,ჩვენთან ჯეკპოტის მოგება არც ისე რთული ყოფილა, განსაკუთრებით იღბლიანი და მაქსიმალური მოგებებით დატვირთული მარტის თვე აღმოჩნდა - 2 გათამაშებული ჯეკპოტი და 1 მეორე საპრიზო კატეგორია მხოლოდ 20 დღის განმავლობაში უპრეცედენტო ფაქტია საქართველოს ლატარიის ისტორიაში’’.
მიუხედავად, გათამაშებული მსხვილი მოგებების, ლატარიის საპრიზო ფონდი მაინც მიმზიდველად გამოიყურება. ამ დროისთვის ,,ლოტო 6/42’’-ის ჯეკპოტი 516 500 ლარი, ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ 2 ლარია - გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში 20:45 საათზე;
,,5/35 -ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტი ჯეკპოტი უკვე 80 000 ლარი, ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ 1 ლარია! გათამაშება იმართება ყოველდღიურად ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში 19:45 საათზე;
ტირაჟიანი ლოტოების ,,ლოტო 6/42’’-ისა და ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge -ზე, კომპანიის სერვის ცენტრებში, რომლებიც ფუნქციონირება ყველა დიდი სავაჭრო მოლში და ასევე ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!