მესამე ლოკდაუნი ბევრი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება - ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თუ მესამე ლოკდაუნი მოხდება, ეს ბევრი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება“- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ კითხვის, თუ რა შედეგს მოგვიტანს მესამე ლოკდაუნი, საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შეზღუდვების შემთხვევაში სასურველია, რომ ბიზნესმა იცოდეს თუ რა რეგულაციების დაცვით მოუწევს ფუნქციონირება.

„რასაკვირველია, თუ მესამე ლოკდაუნი მოხდება, ეს ბევრი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, განსაკუთრებით, სასტუმროების, რესტორნების და მასთან თანმდევი ბიზნესებისთვის.

სასურველი იქნება მინიმუმ ბიზნესებისთვის განისაზღვროს, თუ რომელ ინდუსტრიებს ექნებათ შეზღუდვები და რა წესების დაცვით მოუწევთ მათ ფუნქციონირება. თუ ასე მოხდება, ბიზნესები უფრო მეტად მომზადებულები შეხვდებიან მესამე ლოკდაუნს, თუმცა განვმეორდები, რომ ეს რთული დარტყმა იქნება ყველასთვის“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ნოდარ სირბილაძე