Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3625 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3625 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3600 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3473 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9545 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.