როდესაც ისტორიაში არსებულ უმდიდრეს ადამიანებზე ვსაუბრობთ, თანამდეროვე მილიარდერები თითქოს უფერულდებიან.
მე -19 საუკუნის ამერიკელი ინდუსტრიალისტებიდან დაწყებული, აფრიკის მეფით დამთავრებული, რომელიც ოდესღაც მსოფლიოს ოქროს ნახევარს ფლობდა, განვიხილავთ ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანებს. ქონება დათვლილია მათი წარმატების პიკზე ყოფნისას.
ჩინგიზ ხანი, წმინდა ღირებულება: 100 ტრილიონი დოლარი
მონღოლთა ლიდერმა მისი სიცოცხლის განმავლობაში 12 მილიონი კვადრატული მიწის ნაკვეთი დაიპყრო. მისმა ლაშქარებმა ევრაზიის უკიდეგანო სივრცეები გაძარცვეს. აღსანიშნავია, რომ ჩინგიზ ხანს მისი კოლოსალური სიმდიდრე თაობებისთვის არ გადაუცია. სიცოცხლეშივე, მონაპოვარს ლაშქრის წევრებზე ანაწილებდა.
იმპერატორი სონგ შენჟოგი - 30 ტრილიონ დოლარზე მეტი
შენჟონგი ჩინეთს 1067–1085 წლებში, "მშვიდობიანი კეთილდღეობის" და "პირველყოფილი სიმრავლის" ეპოქაში მართავდა. იგი მშპ-ს დაახლოებით 30% -ს აკონტროლებდა, რაც დღეს 30+ ტრილიონ დოლარს უტოლდება.
მისმა პოლიტიკამ ღარიბი მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. შეჟონგის მმართველობის ხანა დღესაც ყველაზე მისაბაძ პერიოდად ითვლება.
აკბარ I - მაქსიმალური ღირებულება: 21 ტრილიონი დოლარი
აკბარ I ცნობილია თავისი მდიდრული ცხოვრების წესით. იმპერატორმა ასობით ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიპყრო. განაგებდა ინდოეთის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს, რომელიც 1556 - 1605 წლებში მუგალის იმპერიის სახელით იყო ცნობილი. ის აკონტროლებდა მსოფლიო მშპ-ს 25%-ს, რაც დღეს 21 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
კეისარი ავგუსტუსი- წმინდა ღირებულება: 4.63 ტრილიონი დოლარი
რომის პირველი იმპერატორის ქონება, რომელიც უზარმაზარ იმპერიას ძვ. წ. 27 წლიდან, 14 წლის განმავლობაში მართავდა, დღევანდელი მაჩვენებლებით 4,63 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
ერთ დროს ავგუსტუსი ეგვიპტესაც კი ფლობდა. თუმცა, მისი წარმატება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლო წლებში, ავგუსტუსს ეკონომიკურმა და სამხედრო წარუმატებლობამ უამრავი ზიანი მიაყენა.
ისრაელის მეფე სოლომონი - 2 ტრილიონი დოლარი
ბიბლიის თანახმად, მეფე სოლომონი ქვეყანას ძვ.წ. 970 წლიდან მართავდა. მმართველობის 39 წლის განმავლობაში მან მოიპოვა 25 ტონა ოქრო, რაც დღეს მილიარდობით დოლარის ღირებულებაა. მისი სიმდიდრე 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა.
მანსა მუსა I - 415 მილიარდი დოლარი
მუსა I უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც მისი 25 – წლიანი მეფობის განმავლობაში (1312 – დან 1327 წლამდე), 415 მილიარდი დოლარი დააგროვა.
მალის იმპერატორი, უზარმაზარ იმპერიას აკონტროლებდა. მაშინდელი იმპერია მოიცავდა დღევადელი მალის და განას უმეტეს ნაწილს, სადაც ოქროს მოპოვება ხდებოდა. სწორედ ამ ძვირფასი ლითონის ვაჭრობის შედეგად დააგროვა მუსა პირველმა დიდძალი ქონება.
ჯონ როკფელერი - წმინდა ღირებულება: 367 მილიარდი დოლარი
ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ჯონ როკფელერმა 1870 წელს დააარსა ნავთობის კომპანია და საბოლოოდ აშშ-ს ნავთობის ბიზნესის 90% -ს აკონტროლებდა.
ეკონომისტი პიტერ ბერნშტეინის შეფასებით, ინდუსტრიალისტი 367 მილიარდ დოლარს ფლობდა. როკფელერი ცნობილი იყო მისი ქველმოქმედებით.
ენდრიუ კარნეგი - 337 მილიარდი დოლარი
მოკრძალებული შოტლანდიელი ენდრიუ კარნეგი მე -19 საუკუნის ბოლოს სათავეში ჩაუდგა აშშ-ს ფოლადის ინდუსტრიის მასობრივ გაფართოებას და შეაგროვა პირადი ქონება, რომელიც ეკონომისტების შეფასებით, ახლა 337 მილიარდ დოლარად შეფასდა.
კარნეგიმ თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ქონების 90% შესწირა სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
მეფე ნიკოლოზ II რუსეთში - 300 მილიარდი დოლარი
ნიკოლაი რომანოვი რუსეთის იმპერიას 1894–1917 წლებში მართავდა. იმ დროს მას სრული წვდომა ჰქონდა ქვეყნის ხაზინაზე, რამაც იგი ისტორიაში ერთ-ერთ უმდიდრეს მონარქად აქცია.
მეფის პირადი ქონება დღევანდელი თანხით 300 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ოსმან ალი ხანი, ასაფ ჯაჰ VII - 230 მილიარდი დოლარი
ინდოეთში ჰიდრაბადის უკანასკნელი მმართველი ხანი 1911–1948 წლებში მთავრობის აბსოლუტური ლიდერი იყო. მან დაახლოებით 230 მილიარდი დოლარი ოდენობის ქონება მოიპოვა, რაც დღეს აშშ-ის ეკონომიკის 2%-ის ტოლია.
ჯეიკობ ფუგერი - 277 მილიარდი დოლარი
ბანკირი, ვაჭარი და სამთო პიონერი, სახელწოდებით "მდიდარი იაკობი", XVI საუკუნის დასაწყისის ევროპაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი ძალაუფლება და ფული საშუალებას აძლევდა იმდროინდელ პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. მან დააფინანსა რომის იმპერატორი მაქსიმილიან I- ის ინაუგურაცია, ასევე დააფინანსა ესპანეთის მეფე კარლ V.
(წყარო - lovemoney.com)