ნოდარ ჯავახიშვილისთვის ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის "ქართუ ბანკში"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ახლად დანიშნული მოადგილისთვის უცნობია, ვინ შეცვლის მას "ქართუ ბანკში".

ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მინისტრის მოადგილედ მისი დანიშვნა მოულოდნელი იყო, შესაბამისად, ბანკში შემცვლელის ვინაობაც ცნობილი არ არის.

"ჩემს დანიშვნაზე საუბარი კი იყო, მაგრამ დროში ისე სწრაფად მოხდა, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან მივიღე. "ქართუ ბანკში" ვინ დაინიშნება, ნამდვილად არ ვიცი", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.