ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პარტნიორი წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების მონაწილეობით პანელური შეხვედრა თემაზე: Post-Covid Tech Discussion დისტანციურ ფორმატში ჩაატარა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია), ჰენლის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი), კიოლნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (გერმანია), ლა კორუნიას უნივერსიტეტის (ესპანეთი), ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის (პორტუგალია), სკოპიეს ევროპული უნივერსიტეტის (მაკედონია), ტირანას უნივერსიტეტის (ალბანეთი), იზმირის უნივერსიტეტის (თურქეთი) წარმომადგენლები.
პანელურ დისკუსიაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და ევროპელმა მომხსენებლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი იყო ტექნოლოგიების როლის ზრდასა და მის გავლენაზე მშობლიურ ინსტიტუციებში.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეთა ჩართულობით, დაიგეგმა ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი საერთაშორისო საგრანტო პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით.
პანელური დისკუსია ჩატარდა BTU-ს ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებასა და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებას გულისხმობს. ამ მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, BTU მასშტაბურ პროექტებს სხვადასხვა მნიშვნელოვან სექტორში 2020 წლიდან ახორციელებს.
(R)