შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად - 80 პირს ამოეწურა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტ - 22 პირს ქულები თბილისში ამოეწურათ, მას მოსდევს - ქვემო ქართლი, სადაც 12 პირს ამოეწურა ქულები; მე-3 ადგილზეა იმერეთი - 9 ადამიანით; მას მოსდევს 8 ადამიანით - სამეგრელო–ზემო სვანეთი; მე-5 ადგილს კი იყოფენ აჭარა და კახეთი, სადაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100-ვე ქულა 6-6 პირს ამოეწურა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულის ამოწურვის სტატისტიკას, მონაცემები ასეთია:
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.