კანადური კომპანია აპირებს Fox News-ისგან 1,6 მლრდ დოლარი მიიღოს

კანადური კომპანია Dominion Voting Systems, რომელიც დაკავებული პროგრამული უზრუნველყოფისა და არჩევნებზე ხმის დამთვლელი სისტემების შექმნით, აპირებს ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ისგან ამოიღოს 1,6 მილიარდი დოლარი სარჩელის შედეგად, რომელიც მისი საქმიანი რეპუტაციის დაცვითვის აქვს შეტანილი სასამართლოში. ამ ტიპის სარჩელი გუშინ შევიდა აშშ-ის დელავერის შტატის სასამართლოში.

განცხადებაში კომპანია ამტკიცებს, რომ Fox News-მა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიზანმიმართულად და უსაფუძვლოდ დააბრალა Dominion Voting-ს ხმების ფალსიფიკაცია მისი მოწყობილობის საშუალებით, რათა ხელი შეეწყო დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენის გამარჯვებისთვის. მოსარჩელეს მტკიცებით, ტელეკომპანია საკუთარი რეიტინგის ამაღლების მიზნით ავრცელებდა ამ ცრუ ინფორმაციას და ამით იცავდა „მის კანდიდატ“ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს. რითაც კომპანიას 1,6 მილიარდი დოლარის რეპუტაციული ზიანი მიაყენა.

Dominion Voting აცხადებს, რომ ის არაერთხელ შეეცადა ტელეკომპანიისგან უკან წაეღო ცრუ ბრალდებები და ბოდიში მოეხადა მათთვის, თუმცა, უშედეგოდ. როგორც სააგენტო „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, მსგავსი რეპუტაციული ზიანის აღმდგენი სარჩელი პირველია, როცა მომჩივანი არჩევნების გამო უჩივის მასმედიას.

იანვრის ბოლოს კი Dominion Voting-მა დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს რუდოლფ ჯულიანსაც უჩივლა და ბრალი დასდო დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კომპანია მისგან ზიანის სახით 1,3 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. კომპანია არ გამორიცხავს ასეთი პერსონალური სარჩელების შეტანას Fox News-ის ცალკეული ჟურნალისტების მიმართაც.

კოკა კვირკველია