Volkswagen „დიზელგეიტის“  გამო ყოფილი მენეჯერებისგან კომპენსაციას მოითხოვს

გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen-ი აპირებს სარჩელი შეიტანოს კონცერნის ყოფილი თავკაცის მარტინ ვინტერკორნის და Audi-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერის რუპერტ შტადლერის წინააღმდეგ დიზელგეიტის გამო. ამის შესახებ Volkswagen-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზემოთხსენებული პირების ფინანსური შემოწმების შემდეგ. ეს შემოწმება კონცერნის შიგნით უკვე დიდი ხანია გრძელდება და გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ადამიანები არ ხელმძღვანელობდნენ მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და არღვევდნენ კონცერნისა და მისი აქციონერების ინტერესებს. აქვე აღნიშნულია, რომ სხვა პირთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ მარტინ ვინტერკორნის წინააღმდეგ სასამართლო წარმოება 20 აპრილს დაიწყება და დაგეგმილია 130-მდე სხდომის ჩატარება, როგორც მოსალოდნელია პროცესი 2 წელს გასტანს.

შეგახსენებთ, „დიზელგეიტის სკანდალი“ 2015 წელს გასკდა, რომლის შედეგადაც, კონცერნს გარდა რეპუტაციული ზიანისა, მრავალმილიარდიანი ფინანსური ზიანი მიადგა.

კოკა კვირკველია