ჩინური კომპიუტერული თამაშის Honor of Kings შექმნელებმა უარი თქვეს ბრიტანულ კომპანიასთან Burberry-სთან თანამრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ Honor of Kings-ს დღიურად 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და კომპანიამ Burberry-სთან დიზაინის მიმართულებით თანაშრომლობაზე უარი თქვა, რომელიც „ბუნების სულების“ და „ტყისა და ზღვის სულების“ თამაშის პერსონაჟების ჩაცმულობაზე იყო პასუხისმგებელი.
როგორც ბრიტანული Guardian-ი წერს, Burberry -ის ე.წ. „კლეჩატი“ თარგი თამაშის პერსონაჟების ტანსაცმლიდან უკვე გაქრა. ამავდროულად ბრენდთან თანამშრომლობაზე უარი თქვა ადგილობრივმა მსახიობმა ჩჟოუ დუნიამ.
ცნობისთვის, Burberry შედის Better Cotton Initiative ჯგუფის გაერთიანებაში, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში უარი თქვა სინცზიანის პროვინციაში წარმოებული ბამბის გამოყენებაზე უიღურების უფლებების დაღვევების გამო. გასული წლის ნოემბერში კომპანიამ ბრიტანეთის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ არ ჰქონდა არანაირი ოპერაციული კავშირი სინცზიანთან.
Burberry -ის გარდა სინცზიანის პროვინციაში წარმოებულ ბამბაზე უარი თქვეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა: H&M, Adidas და Nike. შედეგად კი ჩინეთში უკვე ისმის აქტიური მოწოდებები, რომ მოქალაქეებმა ამ ბრენდების ნაწარმის ყიდვაზე, უარი თქვან.