პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული კონკურსის გამარჯვებული 10 დღეში გამოვლინდება

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული კონკურსის გამარჯვებული 10 დღეში გახდება ცნობილი.

როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ კონკურსის მონაწილეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კონკურსი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. "ჩვენ გამოვაცხადეთ ღია კონკურსი ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო პროექტები შემოვიდა, ჯამში 17 პროექტი მივიღეთ. პირველი ეტაპი გაიარა 11-მა პროექტმა, რომლებიც ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, რაც ჩვენ დავსახეთ. 10 დღის განმავლობაში იქნება პროექტები განხილული და იქნება გადაწყვეტილება მიღებული კომპეტენტური კომისიის მხრიდან და შემდეგ იქნება ერთი პროექტი, რომელიც საბოლოოდ შეირჩევა. მე პირადად, რამდენიმე პროექტი მომეწონა. საბოლოო გამარჯვებულს კომისია გამოავლენს", - აღნიშნა ნარმანიამ.

მერის თქმით, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.