კონტეინერების გადამზიდმა გემმა Ever Given-მა, რომელმაც სუეცის არხი რამდენიმე დღით გადაკეტა, გაცურვა შეძლო.
BBC-ის ინფორმაციით, გემის წყალში გაშვება სპეციალური ტექნიკის დახმარებით განხორციელდა. პარალელურად კი ვრცელდება ცნობა, რომ გემი მეჩეჩიდან ჯერჯერობით ნაწილობრივ გაიყვანეს და ახლა საბუქსირო გემების დახმარებით მისი კურსის გასწორებას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღადგენს სუეცის არხი ჩვეული დატვირთვით მუშაობას.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი Ever Given ტაივანში მოქმედ კომპანიას ეკუთვნის. გემმა, სავარაუდოდ, უამინდობის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, 23 მარტს სუეცის არხში შესვლის შემდეგ მართვა დაკარგა და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ სხვა გემებისთვისაც სრულად გადაკეტა მიმოსვლა.