ეკოლოგები ქროსოვერების რეკლამის აკრძალვას ითხოვენ

მსოფლიო ველური ბუნების ფონდის WWF-ის ეკოლოგებმა ქროსოვერებისა და უგზოობის ავტომობილების რეკლამის აკრძალვა მოითხოვეს. აქტივისტები აღშფოთებულები არიან, რომ კომპანიები ქროსოვერების რეკლამირებას „ბუნების სოუსში“ ახორციელებენ, თუმცა არაფერს ამბობენ, რომ ქროსოვერები დღეისათვის მეორე ადგილზე არიან მავნე გამონაბოლქვების მიხედვით.

WWF-ის საფრანგეთის ბიუროს ინფორმაციით, 2019 წელს ავტოგიგანტების სარეკლამო ხარჯების (1,8 მლრდ ევრო) 42% მოვიდა ქროსოვერების რეკლამირებაზე. მათივე ინფორმაციით, ყოველდღე 3 საათი და 50 წუთი იხარჯება ქროსოვერების რეკლამაზე და მათ უპირატესობაზე სხვა ტიპის ავტომობილებთან შედარებით.

WWF-ში მიაჩნიათ, რომ ავტომწარმოებლები მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით, ვინაიდან ამ ტიპის ავტომობილების უსაფრთხოებაზე წარმოდგენა გადამეტებულია, ვინაიდან სადაზღვეო კომპანია AXA-ს მონაცემებით, ამაღლებული ავტომობილების ავტოსაგზაო შემთხვევებში მოხვედრის შანსი 10%-ით უფრო მაღალია. მათივე თქმით, აქტიური დასვენების მოყვარულთა არგუმენტიც კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან სწორედ ქროსოვერები და უგზოობის მოდელები აბინძურებენ გარემოს ორჯერ უფრო მეტად, ვიდრე სხვა ტიპის ავტომობილები.

მანამდე ეკო-აქტივისტები გამოვიდნენ ინიციატივით მომხდარიყო დამატებითი დაბეგვრა იმ ავტომობილების, რომლებიც 1400 კგ-ზე მეტს იწონიან, თუმცა ხელისუფლებამ ეს ნიშნული 1800-მდე გაზარდა, ასე რომ ამ ციფრს მიღმა საფრანგეთში გაყიდვადი ავტომობილების მხოლოდ 2% აღმოჩნდა.

ახლა კი WWF მოუწოდებს ხელისუფლებას, შეზღუდოს მძიმე უგზოობის მოდელების რეკლამირება და მოახდინონ მომავლის სატრანსპორტო საშუალებების სტიმულირება, როგორიცაა - მსუბუქი, ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიური ავტომობილები. ამ ეტაპზე აქტივისტები უმცირესობაში არიან, ვინაიდან SUV სეგმენტზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო ავტოგიგანტები სულაც არ აპირებენ უარის თქმას მათ რეკლამირებაზე.

კოკა კვირკველია