ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით, ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი, 56 წლის პეტრ კელნერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი კუთვნილი ვერტმფრენი ალიასკაზე, კნიკის მყინვართან ჩამოვარდა.

ბორტზე მგზავრებიდან მხოლოდ ერთი გადარჩა, ხუთი კი დაიღუპა, მათ შორის პეტერ კელნერიც. ვერტმფრენი 27 მარტს ჩამოვარდა, თუმცა კატასტროფის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. კატასტროფის მიზეზები ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

Forbs-ის მიერ პეტრ კელნერის ქონება 17,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის რუსული მაღაზიების ქსელის „ელდორადოს“ ყოფილი მფლობელი იყო. პეტრ კელნერი იყო კომპანია PPF Group-ისა და ბანკ Home Credit-ის მესაკუთრე.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ