Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3700 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3700 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3686 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 26 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3718 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9733 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.