თიბისი კაპიტალმა განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიხედვით, 2021 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა 13.9%-ით შემცირდა.
შემცირების მთავარი მიზეზად პანდემია სახელდება, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამაზე მეტყველებს TBC Capital-ის კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბინების ტრანზაქციები 6%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხები პროგრამის დასრულების შემდეგ 2021 წელს სესხების მოცულობა ყოველთვიურად მცირდება, კერძოდ, იანვარში კლება 34% იყო, ხოლო თებერვალში იპოთეკური სესხების შემცირება 8.8% იყო.
ნოდარ სირბილაძე