68 სიცოცხლე შენარჩუნდა ამ მომენტისთვის ვაქცინაციით - სერგო ჩიხლაძე

68 სიცოცხლე შენარჩუნდა ამ მომენტისთვის ვაქცინაციით - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე წერს.

„დილის მონაცემებით აცრილი იყო 4924 პირი. კოვიდით სიკვდილიანობა საქართველოში შეადგენს 1.3-ს%. ანუ, ამ 4924 ადამიანს ბუნებრივად რომ შეყროდა კოვიდი, მათგან 68-ს დავკარგავდით.

68 სიცოცხლე შენარჩუნდა ვაქცინაციის წყალობით, ამ მომენტისთვის!

თუ ავცრით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს (დაახლოებით 1 700 000), გადარჩება 22 000- ზე მეტი სიცოცხლე!“, - წერს სერგო ჩიხლაძე.