ნიკოლას მადურო - მზად ვართ, ნავთობი ვაქცინებზე გავცვალოთ

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის გადახდა ნავთობით განახორციელოს.

მისი თქმით, ვენესუელა მუშაობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „კოვაქსის“ მექანიზმის ვაქცინებისთვის გადახდა ნავთობით და ასევე იმ სახსრების საშუალებით აწარმოოს, რომლებიც, სანქციების გამო, საზღვარგარეთ არსებულ ანგარიშებზე გაყინულია.

„ვენესუელას ნავთობი აქვს და ამ ნავთობის კლიენტიც ჰყავს. მზად ვართ, ნავთობი ვაქცინებზე გავცვალოთ, მაგრამ არავის შევეხვეწებით“, - აღნიშნა მადურომ.

ცნობისათვის, დღემდე ვენესუელას ვაქცინები რუსეთისა და ჩინეთისგან აქვს მიღებული.