მოქალაქეებს “ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დღეიდან შეუძლიათ

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დღეიდან, 30 მარტიდან დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება.

„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან კლინიკებში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 23 მარტს შემოვიდა. მოქალაქეებს „ფაიზერით“ აცრაზე განაცხადის გაკეთება 25 მარტიდან შეეძლოთ.