Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4100 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4038 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 29 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3846 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9840 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.