იაპონურმა საავტომობილო კონცერნმა Toyota Motor-მა თებერვალში 711 ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2%-ით მეტია. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ თავად გაავრცელა.
ეს მაჩვენებელი კონცერნში შემავალი ბრენდების - Toyota და Daihatsu Motor და Hino Motors-ის გაყიდვებს ასახავს. ზედიზედ მეექვსე თვეა, რაც კომპანია გლობალური გაყიდვების ახალ რეკორდს ასახელებს.
ზრდის ტენდენციაა წარმოებაშიც: თებერვალში კონცერნმა 668 ათასი ავტომობილი გამოუშვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6,8%-ით მეტია. ამას პოსტპანდემიურ პერიოდში ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის ზრდით ხსნიან.
2020 წელს Toyota-მ 9,53 მილიონი ავტომობილი გაყიდა და მსოფლიოში ლიდერი კომპანია გახდა. მსოფლიო მასშტაბით გაყიდვების სათავეში იაპონური ავტოგიგანტი ბოლოს 2015 წელს იყო, რის შემდეგაც რამდენიმე წლით მას გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა გადაუსწრო.