ნათია თურნავა - ლარის კურსი აქტუალური საკითხია, სწორედ ამიტომ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს

აქტუალური საკითხია ლარის კურსი, სწორედ ამიტომ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ნაბიჯი არის ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა, რაც თავის მხრივ ეროვნული ვალუტის გამყარებას ხელს შეუწყობს.

„ერთ-ერთი ძალიან აქტუალური საკითხი ყოველთვის და დღესაც, რა თქმა უნდა, ლარის კურსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია.

მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის ჩვენი ქვეყნის და მიმოსვლის გახსნა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.