10 სახელმწიფო საწარმო, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდის

"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფართოვდება. განახლებულ პროგრამაში მოხვდნენ სახელმწიფო საწარმოებიც. როგორც განახლებული პროგრამის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, საუბარია, 10 სახელმწიფო საწარმოზე, რომელსაც მთავრობა აუქციონზე გამოიტანს.

გამოტანილ ქონებებს შორისაა:

  • ზუგდიდის ფარმაცია - 100%-იანი წილი, 306 000 ლარი;
  • ხაშურის მინის ტარა (633 211 აქცია, 23.0935%) - 747 200 ლარი;
  • ბათუმში საზღვაო ტექსერვისი (100%იანი წილი) - 2 263 800 მლნ ლარი;
  • შპს საყალიბე ქვიშები (49%-იანი წილი) – 550 841 ლარი;
  • თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა (100%-იანი წილი) 266 000 ლარი;
  • დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი (100%-იანი წილი) - 246 000 ლარი.
  • ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატი (51%-იანი წილი,27 246 აქცია) – 1.014 მლნ ლარი;
  • ჭიათურის ავტოსადგური (49%-იანი წილი) - 166 700 ლარი;
  • თერმული წყლები (100%-იანი წილი) -1.511 მლნ ლარი;
  • უნიონი (100%-იანი წილი) - 399 000 ლარი

10 სახელმწიფო ქონების ჯამური ღირებულება 7, 470 მლნ ლარს აღემატება.

შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმის შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. როგორ მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობა პრივატიზაციის პროცესში წლის ბოლომდე კერძო ბიზნესს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებს.