როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სახმელეთო საზღვრებს გავხსნით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ერთ-ერთი ნაბიჯია ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა.
„ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა“,-განაცხადა ნათია თურნავამ.