Reuters-ის ცნობით, სპორტული სამოსისა და ინვენტარის მწარმოებელი კომპანია Nike კომპანია MSCHF Product Studio-ს სასამართლოში უჩივის. ამ უკანასკნელმა Nike Air Max 97 მოდელის ფეხსაცმელი პროექტ „სატანისტურ ფეხსაცმელში“ Nike-სგან არასანქცირებულად გამოიყენა.
MSCHF-მა რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით 666 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა. „ბაზარზე დიდი სკანდალი მწიფდება; Nike-ის ბოიკოტირების მოწოდებები სულ უფრო ხშირად გაისმის, რადგან MSCHF-ისთვის „სატანისტური ფეხსაცმლის“ პროექტზე ნებართვის გამცემად Nike-ს ასახელებენ“, - წერია კომპანიის სარჩელში..
Nike-მა სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. მოსარჩელე ითხოვს, შეწყდეს ამ ფეხსაცმლის გაყიდვა და MSCHF-ს მიყენებული ზიანის კომპენსაციის გადახდა დაეკისროს. თუმცა მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ მას ნებისმიერ იდეაზე ნებისმიერი სახის კრეატივის უფლება აქვს.
„სატანისტური ფეხსაცმელი“ Nike Air Max 97-ის ერთ-ერთი მოდიფიკაციაა. ის შავ-წითელი შეფერილობისაა და აქვს მინაწერი „Luke 10:18“, რაც მიანიშნებს ლუკას სახარების მე-18 იგავის შემდეგ სიტყვებზე: „ვუყურებდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ზეციდან“. პროდუქტის ფასიც - 1018 დოლარი სწორედ ამ ციფრებისგან არის შედგენილი.
MSCHF Product Studio-ში აცხადებენ, რომ 666 წყვილი სპორტული ფეხსაცმლის ძირების შემცველობაში საღებავის გარდა, ადამიანის სისხლის წვეთებიცაა გამოყენებული.