საფრანგეთის მთავრობა მემკვიდრეობით გადაცემულ თანხაზე საგადასახადო შეღავათებს ზრდის

Bloomberg-ი ცნობით, საფრანგეთის მთავრობა ასაკოვან მოქალაქეებს, ვინც შვილიშვილებისთვის თავისი დანაზოგის გადაცემას აპირებს, საგადასახადო შეღავათებს გაუზრდის. ასეთი ზომების მიზანი პანდემიის დროს დაგროვილი თანხების დახარჯვაა.

სწორედ ეს საკითხი განიხილეს შეხვედრაზე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა და პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მოქმედი კანონის თანახმად, თუკი მშობლები შვილებს 15 წლის განმავლობაში 131 865 ევრომდე თანხას გადასცემენ, ისინი არანაირ გადასახადს არ გადაიხდიან. ბაბუებისა და ბებიების შემთხვევაში, იმავე 15 წლიან პერიოდში გადასახადისგან გათავისუფლებული სამემკვიდრო დანაზოგის ოდენობა 63 730 ევროს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გადასახადისგან გათავისუფლებული სამემკვიდრო დანაზოგის თანხის ლიმიტის გაზრდა აუცილებელია, რადგან ასეთი დანაზოგი პანდემიის დროს ფრანგების უმრავლესობას დაუგროვდა, საგადასახადო შეღავათი კი ამჟამად „ათეულათასიანი ევროს“ დანაზოგს კი არა, „რამდენიმეათასიანი ევროს“ დანაზოგს ეხება.

„ეს საშუალო ფენისთვის სამართლიანობისა და თაობათა შორის სოლიდარობის პოლიტიკა იქნება,“ - განუცხადა ბრუნო ლე მერმა რადიო France Info-ს.

მისი თქმით, მთავრობა არც დამატებით დანაზოგებზე არ გაზრდის გადასახადს, რათა ამით ხარჯვითი ნაწილის სტიმულირება მოახდინოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ