კომპანია Huawei გეგმავს გამოსცეს ფლაგმანი პლანშეტი MatePad Pro 2, რომელიც იქნება პირველი ამ ტიპის გაჯეტი, რომელიც იმუშავებს კომპანიის მიერ შექმნილ საოპერაციო სისტემაზე Harmony. როგორც საინფორმაციო პორტალი Gizmochina საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, მწარმოებელი ამის შესახებ ძალიან მალე გაავრცელებს ინფორმაციას.
კომპანიის რამდენიმე ინჟინერი პლანშეტს რვაბირთვიანი Hisilicon Kirin 9000 პროცესორით აღჭურვავს. პირველ მოდელთან - MatePad Pro-სთან შედარებით ახალი ვერსიის ზომა უფრო დიდი იქნება. ზემოთ ნახსენები მოდელის ეკრანის ზომა 10,8 დიუმი იყო, ხოლო MatePad Pro 2 ორ ვარიანტად გამოვა 12,2 ან 12,6-დიუიმიანი ეკრანებით.
შეგახსენებთ, MatePad Pro კომპანიამ გასულ წელს წარმოადგინა. ის მაღალფასიანი პლანშეტების სეგმენტშია. ის იყო პირველი პლანშეტი, რომელმაც მიიღო უსადენო დატენვისა და სხვა გაჯეტების დატენვის ფუნქცია.