სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
სამსუნგი თავის მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს ისარგებლონ Trade-In აქციით. აღნიშნული აქციის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩააბარონ თავიანთი ნებისმიერი ბრენდის ძველი სმარტფონი და შეიძინონ სამსუნგის ფლაგმანები განსაკუთრებულ ფასად. Trade-In პროცესი მარტივია. ამისათვის საკმარისია მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები ეკრანის, ბატარეის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობის და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ შეაფასებენ მას და გადმოგცემენ ფასდაკლების ვაუჩერს თქვენი სასურველი ფლაგმანის შესაძენად. აქვე გაცნობებთ, რომ აქციის ფარგლებში iPhone-ის ან Samsung S/Note სერიების ჩაბარებისას თქვენ დამატებითი შეფასება გექნებათ.
ამჟამად Trade-In აქციით თქვენ შეძლებთ შეიძინოთ უახლესი Galaxy S21 სერია, Galaxy Note 20 ან Galaxy S20 სერიის მოდელები.
“Trade-In” შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების - ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, და მაგთის მაღაზიათა ქსელებში.
გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს! და გასაჩუქრებს..
(R)