გლობალურად მეტად დაზარალებულ ინდუსტრიებში, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, აღდგენა გრძელდება. საბაზო სცენარით, საქართველოში სექტორების უმეტესობა კრიზისამდელ მაჩვენებელს 2022 წელს დაუბრუნდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
სასტუმროების ინდუსტრიაში ფრენების ნაწილობრივ აღდგენის პარალელურად მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება. თბილისისა და ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 2021 წლის დასაწყისში ვარდნის ტემპი შენელდა. სექტორის კრიზისამდელ მაჩვენებელზე დაბრუნდება 2022 წელსაა ნავარაუდევი. ციკლური სამომხმარებლო საქონლის სექტორებში შეზღუდვების დროს გაყიდვები მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ამასთან, ელ. კომერციის წილის ზრდამ გარკვეულად შეამსუბუქა ვარდნა შერჩეულ ქვე-სექტორებში.
ელექტრონიკისა და ავეჯის სექტორებში გაყიდვების კრიზისამდელ მაჩვენებლამდე აღდგენა 2021 წელს არის ნავარაუდევი. ტანსაცმლის სექტორში აღდგენას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. კომერციული უძრავი ქონების შემცირება 2020 წელს ძირითადად იჯარის განაკვეთის შემცირებით იყო გამოწვეული, ხოლო დატვირთულობის მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩა. ამასთან, საოფისე და სავაჭრო ფართებში გრძელვადიანად შედარებით ნაკლები ზრდაა ნავარაუდევი,“-აღნიშნულია კვლევაში.