Bloomberg-ის სავაჭტო პლატფორმაზე 11:40 საათისთვის ერთი დოლარი 3,4513 ლარად ივაჭრება, ეროვნული ბანკის მიერ 30 მარტს დადგენილი კურსის მიხედვით კი ერთი დოლარის ღირებულება 3.4118 ლარს შეადგენს.
სავაჭრო პლატფორმაზე მიმდინარე ვაჭრობის შედეგები კომერციული ბანკებში არსებულ გაცვლით კურსზე უკვე აისახა. ამ დროისთვის, ბანკებში ერთი დოლარის შეძენა მაქსიმუმ 3,5350 ლარად, გაყიდვა კი 3.43 ლარად არის შესაძლებელი.
უფრო კონკრეტულად, „თიბისი ბანკში“ ერთი დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3.5250 ლარად, გაყიდვა კი 3, 3950 ლარად შეუძლიათ.
„საქართველოს ბანკში“ ერთი დოლარის ყიდვა - 3.4950 ლარად, გაყიდვა კი 3.4150 ლარად არის შესაძლებელი.
„ტერა ბანკში“ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 3.50 ლარად, მის გაყიდვას კი 3.43 ლარად არის შეძლებენ.
„ვითიბი ბანკში“ ერთი დოლარის ღირებულება 3,5350 ლარია, ბანკები კი 1 აშშ დოლარს მოქალაქეებისგან 3,4050 ლარად იყიდიან.
ასევე 3.51 ლარად არის შესაძლებელი ერთი დოლარის ყიდვა „პროკრედიტ ბანკში“, მოქალაქეები კი მის გაყიდვას 3.41ლარად შეძლებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე დაადგენს.