Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4537 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4537 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4325 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 30 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4118 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0044 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.