მოდის ბრენდების ონლაინ-მაღაზია Otrium აუთლეტისთვის პლატფორმას აახლებს

მოდის ბრენდების ონლაინ-მაღაზია Otrium-ი ავრცელებს განცხადებას, რომ აშშ-ს ინტერნეტ-ქსელში ჩაშვების წინ ის თავის პლატფორმას ავითარებს და ინვესტორებისგან 120 მლნ დოლარი უკვე მიიზიდა. Otrium-ი ამერიკული ბაზრისთვის განახლებულ პლატფორმაზე სეზონის ბოლოს დარჩენილი, გაუყიდავი საგნების გამოფენას აპირებს.

„ჩვენი მიზანია, გაუყიდავი სეზონური მარაგი მაქსიმალურად შევამციროთ“, - აცხადებს Otrium-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი მილან დენიელსი.

ამსტერდამში დაფუძნებული კომპანია თავის განცხადებაში წერს, რომ 2020 წელს Otrium-ის შემოსავალი 3-ჯერ გაიზარდა, ხელმომწერების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მის აპლიკაციაში 300-ზე მეტ მოდის მაღაზიაა.

Otrium-ის პარტნიორები არიან Karl Lagerfeld, Joseph, Anine Bing, Belstaff, Reiss და ASICS.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ