იაპონური კონცერნი Hitachi პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანია GlobalLogic-ის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo ავრცელებს.
კონტრაქტი 9,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მოსალოდნელია, რომ Hitachi ამერიკული კომპანიის აქციების სრული პაკეტის შეძენას ივლისში დაასრულებს.
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია GlobalLogic კალიფორნიაში 2000 წელს დაფუძნდა.